ატლეტიკო, იუვენტუსი
Aa
Aa

იუვენტუსში არ გადავა - მორატა კონტრაქტს ახანგრძლივებს

მადრიდის „ატლეტიკომ“ ალვარო მორატას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მისი თქმით, „როხიბლანკომ“ „ფურია როხას“ კაპიტანს ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა. ფეხბურთელსა და დიეგო სიმეონეს შორის შედგა კომუნიკაცია, რის შემდეგაც მორატამ მადრიდში დარჩენა გადაწყვიტა.

ცნობისთვის, ალვაროს გადაბირება ტურინის „იუვენტუსს“ და „რომას“ სურდათ. „ჯალოროსისთან“ შედარებით, „ბიანკონერი“ უფრო მეტ ინტერესს იჩენდა.

მორატას ტრანსფერი პირადად მასიმილიანო ალეგრის მოთხოვნა იყო, რადგან მათ ერთად მუშაობის გამოცდილება აქვთ. მეტიც, ესპანელ ფეხბურთელთან ერთად იტალიელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „ბარსელონას“ შეხვდა. მორატამ გაიტანა, მაგრამ იუვე 1:3 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები