ჰარი კეინი
Aa
Aa

მესამე წინადადებაც უარყოფილია | ტოტენჰემმა ბაიერნი უარით გაისტუმრა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი თემა ჰარი კეინის სამომავლო გეგმებია. ინგლისელი სუპერვარსკვლავის საკუთარ რიგებში ხილვით „ბაიერნია“ დაინტერესებული და „ტოტენჰემს“ წინადადებით სამჯერ მიმართა.

მიუნხენელთა ბოლო შეთავაზება 100-მილიონიანი იყო, რასაც 20 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატებოდა, მაგრამ „რეკორდმაისტერს“ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდა. ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის, დევიდ ორნშტაინის მიხედვით, „დეზებმა“ „ბაიერნს“ უარი შეუთვალეს.

როგორც ირკევა, „ტოტენჰემს“ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგით მეტი სურს და მთავარი დაბრკოლება სწორედ სატრანსფერო თანხაა. „დეზებს“ სურთ, მისი მომავალი ამ კვირაში, პრემიერ ლიგის დაწყებამდე გადაწყდეს.

ცნობისთვის, კეინს „ტოტენჰემთან“ ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით თავად ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. „დეზებს“ მისი უსასყიდლოდ დაკარგვა არ სურთ და იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაიყოლიონ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
7 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
7 აგვისტოს სატრანსფერო ზონა