რომა, ჟოზე მოურინიო, ალ ჰილალი, ალ აჰლი
Aa
Aa

“ჩემი სიტყვების ტყვე ვარ“ - მოურინიოს უარი ალ ჰილალს და ალ აჰლის

როგორც მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში ტოპ ფეხბურთელები აქტიურად გადადიან. ჯერჯერობით, სახელოვანი მწვრთნელები კვლავ ევროპაში რჩებიან, მაგრამ „ალ აჰლიმ“ და „ალ ჰილალმა“ მცდელობა არ დააკლეს.

არაბულ კლუბებს ჟოზე მოურინიოს გადაბირება სურდათ, მაგრამ „განსაკუთრებული“ „რომას“ ერთგული დარჩა.

რა თქვა მოურინიომ?

„დიახ სიმართლეა, რომ ჩემთან თანამშრომლობა საუდის არაბეთში სურდათ. „ალ ჰილალის“ და „ალ აჰლის“ ხელმძღვანელობა დამიკავშირდა, მაგრამ განვუმარტე, რომ „რომას“ დატოვებას არ ვაპირებ. იტალიაშიც იგივე ვთქვი.

ერთის მხრივ, თავს ტყვედ ვგრძნობდი ჩემი იმ სიტყვების გამო, რომელიც ბუდაპეშტში ფეხბურთელებს ვუთხარი, მაგრამ „რომაში“ დარჩენა მხოლოდ ამის გამო არ გადამიწყვეტია. აქაურობა ძალიან მიყვარს.“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ჯალოროსი“ ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „სევილიასთან“ დამარცხდა. იქამდე კი ჟოზე მოურინიომ თავის კლუბს კონფერენს ლიგა მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი ინტერ მაიამის - ინიესტა ემირატებში მიდის
უარი ინტერ მაიამის - ინიესტა ემირატებში მიდის