ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | ვის ხვდებიან ქართველთა გუნდები
ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, ქართველი ფეხბურთელების გუნდების მომდევნო მეტოქეები ვინ იქნებიან.
ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ „ჰიკის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, „გალათასარაის“ ან „ოლიმპია ლუბლიანას“ დაუპირისპირდება. „მაკაბი ჰაიფასთან“ წაგების შემთხვევაში, ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას „სლოვანი“ „რაკუვსა“ და „არის ლიმასოლის“ წყვილის წაგებულს დაუპირისპირდება, ხოლო დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ „აეკს“ ან „დინამო ზაგრებს შეხვდება.
ცნობისთვის, ევროპა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრები 24 აგვისტოს გაიმართება, განმეორებით მატჩებს კი 31 აგვისტოს ვიხილავთ.