ნოსტალგია - ბავშვი, რომელიც ცას ხელით შეეხო
ხამეს როდრიგესი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ელექტრიფიცირებულ მოდაში გლობალურ ასპარეზზე გავიდა და ამ პროცესში მადრიდის "რეალში" ტრანსფერი მოიპოვა.
ფეხბურთის შემთხვევითმა გულშემატკივრებმა, ხამეს როდრიგესზე, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ბევრი არაფერი იცოდნენ, მაგრამ ბრაზილიაში ჩატარებულმა ტურნირმა ყველაფერი შეცვალა.
ხამესმა თავისი პროფესიონალური კარიერა მშობლიურ კოლუმბიაში დაიწყო. შემდეგ კი არგენტინაში გადაბარგდა და „ბანფილდის“ მაისური მოირგო..
სამხრეთ ამერიკული ნიჭის ამოფრქვევა შეუმჩნეველი არ გახდა და კოლუმბიელი ნახევარმცველი „პორტუში“ გადავიდა. „დრაგაუზე“ გაიბრწყინა და „მონაკომ“ მასში 45 მილიონი ევრო გადაიხადა.
ხამესს საფრანგეთში დიდებული სეზონი გამოუვიდა. 34 ჩატარებულ მატჩში 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ხულიო ფალსიონმა 5 წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ როდრიგესი კოლუმბიის ნაკრებთან ერთად განსაკუთრებულ რამეს მიაღწევდა..
ფალსიონის სიტყვები 2014 წლის მუნდიალის პირველივე ტურში დადასტურდა. ხამესმა საბერძნეთთან გაიბრწყინა.. კოლუმბიამ 3:0 მოიგო და როდრიგესმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
პაკერმანის შეგირდებმა, მეორე ტურში კოტ დიუვარი 2:1 დაამარცხეს და ხამესმა კვლავ გაიტანა. ბოლო ტურში კი იაპონიას გადაურბინეს, სადაც „რეალის“ მომავალი ვარსკვლავი მეორე ტაიმში გამოჩნდა, ორი საგოლე პასი შეასრულა და 1 გოლი გაიტანა.
რადამელ ფალკაოს ტრავმის ფონზე, კოლუმბიას ხამესი ლიდერობდა, რაც პაკერმანს შვებას ჰგვრიდა.
თუ ჯგუფური ეტაპი კოლუმბიელი ტალანტისთვის გაცნობითი ხასიათის გამოდგა, მერვედფინალი მისი სტატუსის დადასტურება იყო. ის ურუგვაისთან მატჩის შემდეგ, მეგა ვარსკვლავი გახდა.
მისი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ეს გოლი 2014 წლის მუნდიალის საუკეთესოდ დასახელდა. მეტიც, მოგვიანებით ხამესმა პუშკაშის სახელობის ჯილდოც მიიღო. მეორე ნახევარში, როდრიგესმა ურუგვაის ისევ გაუტანა და საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა - კოლუმბია მეოთხედფინალშია!
კოლუმბიის ეპიკური მოგზაურობა აქ დასრულდა. 1:2 - მარცხი მასპინძელ ბრაზილიასთან..
მიუხედავად ამისა, ხამესმა მაინც გაიტანა, 6 გოლი დააგროვა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას ტომას მიულერი ჩამორჩა.
ხამეს როდრიგესი სოციალური მედიის სენსაცია გახდა. მის გოლებს Youtube-ზე 100 მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა.
სენსაციურმა მსოფლიო ჩემპიონატმა ხამესს კარიერის ახალი გზა გაუხსნა. მისით მადრიდის „რეალი“ დაინტერესდა და ფლორენტინო პერესმა 100 მილიონი ევრო გადაიხადა.
„ნამდვილად მაამებელია იმის ცოდნა, რომ შენით ისეთი დიდებული კლუბი ინტერესდება, როგორიც მადრიდის „რეალია“.
- განაცხადა ხამესმა
როდრიგესს 10-ნომრიანი მაისური ერგო. 6-წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა 2 ჩემპიონთა ლიგა და ერთი ლა ლიგა მოიგო.
სამწუხაროდ, ხამესმა თავისი ნიჭის რეალიზება ბოლომდე ვერ მოახერხა და მისი კარიერა რეგრესისკენ წავიდა. „ოლიმპიაკოსი“, „ევერტონი“, „ალ რაიანი“.. დღეს კი „სან პაულის“ ღირსებას იცავს..
ახლა ის 32 წლის არის და მისი საუკეთესო წლები უკან დარჩა, მაგრამ არცერთი ფეხბურთის მოყვარული არ დაივიწყებს იმ დიდებულ თამაშს, რომელიც 2014 წლის მუნდიალზე ვიხილეთ..
ფეხბურთი ასეა.. ზოგიერთი უნიჭიერესი მოთამაშე მუდმივ რეალიზებას ვერ ახერხებს. მას ყოველთვის ექნება სინანული მისი ვარსკვლავური ტალანტის ჩაქრობის გამო.. ხამეს როდრიგესმა თავის ცხოვრებაში ნათლად დაინახა სიცოცხლის შესაძლებლობა ორივე ხელით.. ბიჭი, რომელიც ცას ხელით შეეხო - ხამეს როდრიგესი!!