რომელი მეკარე უნდა გაიფორმოს ბაიერნმა | ლოთარ მათეუსმა თავისი რჩეული დაასახელა
მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა „რეკორდმაისტერის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. გერმანული გრანდი იან ზომერის შემცვლელს ეძებს, რომელიც „ინტერში“ გადადის და მათეუსმა თავისი რჩეული დაასახელა.
„ბაიერნის ადგილას რომ ვიყო, დავიდ დე ხეას გავიფორმებდი. მისი ტრანსფერის შემთხვევაში, რეკორდმაისტერს ეყოლება მაღალი დონის მეკარე, რომელსაც შეუძლია, ნომერ პირველი გოლკიპერიც იყოს. თუ მანუელ ნოიერი დროულად ვერ დაბრუნდა, რაც არავის გვინდა, დე ხეას შეეძლება, ეს ფუნქცია შეითავსოს. იგი მეკარისთვის საუკეთესო წლებში იმყოფება და მანჩესტერ იუნაიტედში თავისი კლასი აჩვენა“.
შეგახსენებთ, რომ დე ხეას გარდა, „ბაიერნს“ გიორგი მამარდაშვილს, იასინ ბონოს და დავიდ რაიას უკავშირებდნენ. BILD-ის ცნობით, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელები ბონოს ტრანსფერს აქტიურად განიხილავენ და შესაძლოა, „სევილიასთან" მოლაპარაკებებიც დაიწყონ.
გერმანული გამოცემის მტკიცებით, ევროპა ლიგის 2-გზის გამარჯვებულს, დავიდ რაიასთან და გიორგი მამარდაშვილთან შედარებით, ერთი უპირატესობა აქვს. ასაკიდან გამომდინარე, მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 12 მილიონი ევროა და რაიაზე და მამარდაშვილზე ბევრად იაფი ღირს. BILD-ის ცნობით, „მამარდა“ „ბაიერნისთვის“ მესამე ვარიანტია და მცირე შანსია, მისი ტრანსფერი გაიჩარხოს