ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი არსენალში ტრანსფერი რისკი იქნება“ | ბრიტანელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

ბრიტანელი ჟურნალისტი, პოლ ბრაუნი უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელია „არსენალის“ რადარზე იმყოფება. ბრაუნის თქმით, „მეთოფეებისთვის“ „კვარას“ ტრანსფერი სარისკო იქნება და მიხაილო მუდრიკი ამის ნათელი მაგალითია.

„ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვს და მიხაილო მუდრიკის მაგალითზე ვნახეთ, რა მოხდა. ის ჩელსიში გადავიდა, პრემიერ ლიგაში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა და ბევრი არაფერი გაუკეთებია.

რისკი ნამდვილად არსებობს. არსენალი ვითარებას გაანალიზებს და იფიქრებს, რომ ამხელა თანხას ვერ გადაიხდის ფეხბურთელში, რომელიც მუდრიკის მსგავს სიტუაციაში იმყოფება. მიხაილოს ტრანსფერმა ვერ იმუშავა და შესაძლოა, ამ ბიჭთან მიმართებითაც იგივე მოხდეს, მაგრამ თუ გადავიდა და ის აჩვენა, რასაც ნაპოლიში აჩვენებს, ვფიქრობ, არსენალის გულშემატკივრები მისით აღფრთოვანდებიან“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U17 მსოფლიო ჩემპიონატი | სანდრო ყურაშვილის ოქროს მედალი სტამბოლიდან!
U17 მსოფლიო ჩემპიონატი | სანდრო ყურაშვილის ოქროს მედალი სტამბოლიდან!