პეპ გუარდიოლა, მიკელ არტეტა, ინგლისის სუპერთასი
Aa
Aa

ინგლისის სუპერთასი | არსენალმა 101 წუთზე გაათანაბრა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა

ლონდონის „არსენალმა“ 2023/24 წლების სეზონი ტიტულით დაიწყო. ინგლისის სუპერთასზე მიკელ არტეტას გუნდი „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში პენალტების სერიაში დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ პეპ გუარდიოლას გუნდს მატჩი ფაქტობრივად მოგებული ჰქონდა და რომ არა 101-ე წუთზე უიღბლობა, ეს შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდებოდა, თუმცა, თავის მხრივ, „არსენალმა“ ბოლომდე იბრძოლა და ბოლო შეტევაში შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

შეხვედრაში თავდაპირველად „მანჩესტერ სიტი“ დაწინაურდა. 77-ე წუთზე „ქალაქელების“ ახალგაზრდა შემტევმა, კოულ პალმერმა აარონ რამსდეილის კარი ეფექტური შორეული დარტყმით აიღო. საგულისხმოა, რომ პალმერი მოედანზე 64-ე წუთზე, ერლინგ ჰოლანდის ნაცვლად შემოვიდა.

როგორც გითხარით, „არსენალმა“ თამაშის გადარჩენა 101-ე წუთზე შეძლო. „მანჩესტერ სიტის“ კარში კი გოლის ავტორი ლეანდრო ტროსარი გახდა, რომლის დარტყმულიც ჯერ მანუელ აკანჯის მოხვდა და შემდეგ შევარდა ორტეგას კარში.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელშიც უფრო ძლიერი მიკელ არტეტას გუნდი აღმოჩნდა. „მეთოფეებმა“ 4 თერთმეტმეტრიანის გატანა შეძლეს, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი მიიღეს და საბოლოოდ, 4:1 გაიმარჯვეს.

ცნობისთვის, „არსენალმა“ ინგლისის სუპერთასის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მე-17-ედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოდის, რომ ბაიერნშიც ასეთები არიან“ - სიმართლე სანესა და მანეს ამბავზე
„გამოდის, რომ ბაიერნშიც ასეთები არიან“ - სიმართლე სანესა და მანეს ამბავზე