ილია სულამანიძე, გელა ზაალიშვილი, უნგრეთის მასტერსი
Aa
Aa

სულამანიძის და ზაალიშვილის ბრინჯაო - საქართველომ მასტერსი 6 მედლით დაასრულა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოისტთა მასტერსის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურის და ლუკა მაისურაძის გარდა, რომლებმაც შესაბამისად ოქროსა და ვერცხლის მედლები აიღეს, თავი ილია სულამანიძემ და გელა ზაალიშვილმაც გამოიჩინეს.

-100 კგ. წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძეს ბრინჯაოს მედლისთვის ნიდერლანდელ მიქაელ კორელის წინააღმდეგ უნდა ეჭიდავა, თუმცა მისი მეტოქე ტრავმის გამო არ გამოცხადდა, რის გამოც ქართველ ძიუდოისტს ავტომატურად ბრინჯაოს მედალი ერგო.

რაც შეეხება გელა ზაალიშვილს, 27 წლის ფალავანმა ასევე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ იაპონელ კოკორო კაგეურას სძლია. შეხვედრის მიმდინარეობისას ზაალიშვილმა მეტოქე ილეთზე წაიღო, თუმცა იაპონელმა თავი კისრით დაიცვა, რაც ძიუდოში აკრძალულია, შესაბამისად, გელა ზაალიშვილს ავტომატურად იპონით მოგება ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა უნგრეთის მასტერსზე 6 მედალი მოიპოვა. დღესვე, -90 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ოქროსა და ვერცხლის მედლები ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ გაიყვეს. გუშინ ბრინჯაოს მედლებს ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) დაეუფლნენ, დღევანდელი საშეჯიბრო დღე კი ბრინჯაოს მედლებით ილია მაისურაძემ და გელა ზაალიშვილმა დახურეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოჰარა დამარცხებულია - გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა
კოჰარა დამარცხებულია - გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა