ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, უნგრეთის მასტერსი
Aa
Aa

უნგრეთის მასტერსი | ქართული ფინალი ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა

უნგრეთში მიმდინარე მასტერსის დასკვნით დღეს -90 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ერთმანეთს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე და ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გაირკვა. ძიუდოისტებს ერთმანეთის წინააღმდეგ შედეგიანი გდება არ გაუკეთებიათ, გამარჯვებული კი გაფრთხილებების შემდეგ გამოვლინდა და აქაც ფაქტობრივად თანაბარი ბრძოლა იყო. საბოლოოდ, უფრო აქტიური ლაშა ბექაური გამოდგა და მასტერსზე ოქროს მედალიც მას დარჩა.

ცნობისთვის, ბექაური და მაისურაძე ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება ლუკას დარჩა, მანამდე კი თბილისის გრანდ სლემის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ლაშა ბექაურმა გაიმარჯვა. საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით, ლაშა ბექაურმა ლუკა მაისურაძესთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიშიც გაათანაბრა - 2:2.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის მასტერსზე ამ დრომდე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია: 1 ოქრო (ლაშა ბექაური), 1 ვერცხლი (ლუკა მაისურაძე) და 2 ბრინჯაო (ტატო გრიგალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი.) რამდენიმე წუთში კი ბრინჯაოს მედლებისთვის ილია სულამანიძე (-100 კგ.) და გელა ზაალიშვილი (100+ კგ.) იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორჯერ ვაზარი - შავდათუაშვილმა ტერაშვილი დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა
ორჯერ ვაზარი - შავდათუაშვილმა ტერაშვილი დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა