„გამოდის, რომ ბაიერნშიც ასეთები არიან“ - სიმართლე სანესა და მანეს ამბავზე
სადიო მანეს PR-მენეჯერმა ბაკარი სისემ, ლეროი სანესა და მანეს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით RMC Sport-თან საუბრისას ყველაფერზე ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.
„ვინც ევროპული ფეხბურთი იცის, ყველა მათგანმა იცის, რომ ლეროი სანე ძალიან დამთმობი ბიჭია. სადიო კი ძალიან მშვიდია. მან ეს ყველგან აჩვენა, სადაც კი ითამაშა. სანე საზღვრებს გასცდა.
ბევრი არასწორი რამ ითქვა იმაზე, რაც მოხდა. ბევრი ბინძური რამ წამოვიდა გერმანული პრესიდან იმ კონფლიქტზე რაც ბიჭებს შორის მოხდა. ისინი სადიოს წინააღმდეგ წავიდნენ და თქვეს, რომ იგი 500 ათასი ევროთი დააჯარიმეს, რაც ტყუილია.
ლეროიმ სადიოს ინციდენტის შემდეგ ბოდიში მოუხადა. რატომ? რადგან მან იცოდა, რომ ეს იყო ის, ვინც გაბრაზდა. სანემ რამდენიმე მოთამაშეს დაურეკა და უთხრა: „მე სადიოს შეტყობინება გავუგზავნე და უთხარით, რომ მიპასუხოს“.
სადიომ შეტყობინება მიიღო, მაგრამ უთხრა, რომ ასეთი რამ მეტად აღარ განმეორებულიყო.
სანემ სადიოს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა? დიახ, ნამდვილად. გარკვეულ დეტალებში ვერ შევდივარ. ამიტომ ვთქვი, რომ ბაიერნის მხრიდან ეს უმადურობა იყო. ეს სიგიჟეა!
თუ, სანეს მანეს კანის ფერი აწუხებდა, მაშინ გამოდის, რომ ეს ბაიერნში მომუშავე პირებსაც აწუხებდათ“.
- ამბობს ბაკარი სისე, რომელმაც „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას რასიზმში დასდო ბრალი.