ბარსელონა, პსჟ, მანჩესტერ სიტი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

უარი ბარსას და პსჟ-ს - სიტი სილვას გაყიდვას არ აპირებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ბარსელონა“ ბერნარდუ სილვას გადაბირებას აქტიურად ცდილობს. მეტიც, პორტუგალიელ გარემარბს კატალონიურ გრანდში გადასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. ტრანსფერი იმიტომ გაიწელა, რომ „ბლაუგრანას“ ჯერჯერობით შესაბამისი ფინანსები არ ჰქონდა.

სილვას ტრანსფერით „პარი სენ ჟერმენიც“ დაინტერესდა და მოთხოვნილი თანხის გადასახდელად მზად იყო, თუმცა, როგორც ჩანს ბერნარდუ ნისლიანი ალბიონიდან არ წავა.

დღეს ყველაფერი შეიცვალა. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, „მანჩესტერ სიტიმ“ „ბარსელონას“ და „პარი სენ ჟერმენს“ გარკვევით აუხსნა, რომ სილვა გუნდიდან არ წავა.

„ქალაქელები“ არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებენ. მეტიც, 28 წლის ფეხბურთელს სულ მალე ახალ და გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ. რეალურად, სილვას პოზიცია გადამწყვეტი იქნება, მაგრამ გუარდიოლას გუნდი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები