კოჰარა დამარცხებულია - გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა
ბუდაპეშტში მიმდინარე მასტერსზე, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტატო გრიგალაშვილი კენია კოჰარას დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა. გრიგალაშვილმა საქართველოს მეორე მედალი მოუპოვა. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში პირველი ბრინჯაო ლაშა შავდათუაშვილმა დაისაკუთრა.
ცნობისთვის, მიმდინარე მასტერსზე გრიგალაშვილი მეორე წრეში ჩაერთო, სადაც ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზარს იპონით აჯობა. მესამე წრეში ტატო არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილს შეხვდა და ჯარიმებით აჯობა.
ქართველი ძიუდოისტი დაძაბულ ბრძოლაში, ბრაზილიელ გილერმოსთან დამატებით დროში გაფრთხილებებით დამარცხდა. ამით კი ფინალში გასვლის შანსი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ტატო გრიგალაშვილი მასტერსს ოქროს მედლის გარეშე არ ტოვებდა.