Sofascore - ცნობილია უოტფორდის ფეხბურთელების შეფასება
ინგლისის ჩემპიონშიფის პირველ ტურში „უოტფორდმა“ „ქუინს პარკ რეინჯერსს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 4:0 მოიგეს და ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყდა. გიორგი მინდორზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა SofaScore-მა „უოტფორდის“ ფეხბურთელები შეაფასა.
ბაჩმანი(7.0), ნგაკია(8.6), პორტეუსი(7.8), უესლი(7.4), მორისი(6.7), ლოუსა(9.1), სიერალტა(7.3), დელე-ბაშირუ(7.3), მარტინსი(7.8), ვაკუნ ბაიო(7.4), კენ სემა(7.9), ჩაკვეტაძე(7.1).
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ 1-წლიანი იჯარის წესით იმყოფება. შემდეგ მატჩს, „უოტფორდი“ 12 აგვისტოს „ფლაიმუტის“ წინააღმდეგ გამართავს.
გიორგის ყველა მომენტი ქპრ-სთან