გოლამდე ცოტა დააკლდა - ჩაკვეს ეფექტური დებიუტი უოტფორდში
ინგლისის ჩემპიონშიფის პირველ ტურში „უოტფორდმა“ „ქუინს პარკ რეინჯერსს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 4:0 მოიგეს და ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყდა. გიორგი მინდორზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
ქართველი ფეხბურთელი თავდაპირველად მოედნის ცენტრში მოქმედებდა და მეტოქის ფეხბურთელებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. მეტიც, ერთ-ერთ ეპიზოდში „ჩაკვეს“ კინაღამ მაისური შემოახიეს.
ამის შემდეგ, 23 წლის ქართველი მარცხენა ფლანგზე გადავიდა, სადაც კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. გიორგიმ ჯერ ჯარიმა შეასრულა, რომელიც ბეგოვიჩმა მოიგერია, ხოლო შემდეგ ქპრ-ს მცველს გვერდი აუარა, კარში დაარტყა და რამდენიმე სანტიმეტრით ააცილა.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ 1-წლიანი იჯარის წესით იმყოფება. შემდეგ მატჩს, „უოტფორდი“ 12 აგვისტოს „ფლაიმუტის“ წინააღმდეგ გამართავს.
ჩაკვეს ყველა მომენტი ქპრ-სთან