მიქაუტაძის ეფექტური გოლით - მეცმა ჰეერენვენი დაამარცხა
„მეცმა“ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და გიორგი მიქაუტაძის გოლის წყალობით 1:0 მოიგო. ფრანგები ნიდერლანდურ "ჰეერენვენს" შეხვდნენ. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მინდორზე 90 წუთი გაატარა.
მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა მეტწილად უპირატესობას ფრანგები ფლობდნენ. პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში, „მეცმა“ ზეწოლა გაზარდა, რასაც შედეგი მოყვა. 52-ე წუთზე მიქაუტაძემ ეფექტური გოლით საკუთარი გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ბურთი არცერთი კარის ბადეში არ გახვეულა.
შეგახსენებთ, რომ მეცმა წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში 6 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო, ხოლო ორი ფრედ დაასრულა.
მიქაუტაძის გოლი