პსჟ, აინტრახტი
Aa
Aa

კოლო მუანის ტრანსფერი ჩაიშლება? - პსჟ-ს ფასი ეძვირა

„პარი სენ ჟერმენი“ შეტევის გაძლიერებას აგრძელებს. ავტორიტეტული გამოცემის Goal.Com-ის ინფორმაციით, ფრანგულმა გუნდმა რანდალ კოლო მუანისთვის სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს ცნობით, ტრანსფერი თითქმის გარდაუვალი ჩანს, მაგრამ პრობლემა შესაძლოა სატრანსფერო ღირებულება გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-მ და ფეხბურთელმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, „აინტრახტის“ სპორტული დირექტორი მარკუს კროშე სატრანსფერო ღირებულებას ზრდის.

დღევანდელ დღემდე შეთანხმება 70 მილიონ ევროზე იყო, მაგრამ დღეს, თანხა 86 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რამაც „პარი სენ ჟერმენის“ გაღიზიანება გამოიწვია. კროშე მტკიცედ დგას და დაკლებას არ აპირებს. ამის გამო შესაძლოა ტრანსფერი ჩაიშალოს.

შეგახსენებთ, რომ კოლო მუანი ფრანკფურტის „აინტრახტს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, 24 წლის თავდამსხმელმა გერმანული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 46-ჯერ მოირგო, 23 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: იოშკო გვარდიოლი სიტის ფეხბურთელია
ოფიციალურად: იოშკო გვარდიოლი სიტის ფეხბურთელია