ოფიციალურად: რასმუს ჰოილუნდი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერი ოფიციალურად დახურა.
„მანკუნიანელთა“ ვებ გვერდის ცნობით, კლუბმა 20 წლის დანიელი ფორვარდის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსების სახით დროთა განმავლობაში 10 მილიონი დაემატება.
დანიელმა კლუბთან 5+1 სისტემით ხელშეკრულება გააფორმა.
ჰოილუნდი „ატალანტაში“ 2022 წელს გრაცის „შტურმიდან“ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
დანიელმა გასულ სეზონში „ატალანტას“ მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Rasmus Hojlund is a RED! ✍️????#MUFC
— Manchester United (@ManUtd) August 5, 2023