ტიერი გეილი
Aa
Aa

პოლონეთის ჩემპიონი გორის დილას ფეხბურთელით დაინტერესდა

გორის „დილას“ შემტევი, ტიერი გოლი პოლონეთის მოქმედი ჩემპიონის, „რაკუვის“ რადარზე მოექცა. პოლონელი ჟურნალისტის, შიმონ იანჩიკის ინფორმაციით, „რაკუვი“ გორელთა ფეხბურთელს თვალს აქტიურად ადევნებს და „ვორსკლასთან“ გამართულ პირველ მატჩზე სკაუტებიც ჰყავდა გაგზავნილი.

ამ ეტაპზე, კონკრეტულ წინადადებას ადგილი არ ჰქონია და არც კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულა, მაგრამ „რაკუვის“ ინტერესი სერიოზულია. პოლონეთის ჩემპიონი მზადაა, ბარბადოსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1.2 მილიონი ევრო გადაიხადოს.

იანჩიკის ინფორმაციით, „რაკუვი“ გეილს 10-იანის ან გარემარბის პოზიციის გაძლიერების კანდიდატად მოიაზრებს. შანსი, რომ ტრანსფერი სწრაფად განხორციელდეს მცირეა, თუმცა პოლონური კლუბი დაკვირვებას განაგრძობს და შესაძლოა, „დილას“ წინადადებით მალე მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ გეილი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრწყინვალედ გამოიყურება. „დუნაისკა სტრედას“ წინააღმდეგ ის საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, „ვორსკლასთან“ გამართულ განმეორებით შეხვედრაში კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები