როგორც იქნა შეთანხმდნენ | ბაიერნი ინტერში მეკარს უშვებს
მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარის, იან ზომერის სატრანსფერო საგა დასრულდა. შვეიცარიელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „ინტერს“ სურდა და მას ანდრე ონანას შემცვლელად მოიაზრებდა, მაგრამ „რეკორდმაისტერის“ დაყოლიებას ვერა და ვერ ახერხებდა.
ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. „ინტერი“ 6 მილიონ ევროს გადაიხდის, ზომერი კი იტალიაში კვირას ჩაფრინდება, რათა ტრანსფერი ოფიციალურად დაიხუროს. ორშაბათს იგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
Yann Sommer to Inter, here we go! Deal in place for €6m total fee — medical on Monday, he will arrive in Italy on Sunday to complete his move ????⚫️???? #Inter
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 4, 2023
Inter have the replacement they wanted for André Onana. pic.twitter.com/Ruip4OxRU5
ზომერის გაშვება მანიშნებელია იმისა, რომ „ბაიერნი“ ახალ მეკარეს დაიმატებს. შვეიცარიელი ფეხბურთელის შემცვლელად ბევრი გოლკიპერი სახელდებოდა და ერთ-ერთი მათგანი გიორგი მამარდაშვილი გალხდათ. ამ მომენტისთვის, „ბაიერნი“ ჰარი კეინის ტრანსფერზეა გადართული და „ტოტენჰემის“ პასუხს ელოდება.
როგორც მოგეხსენებათ, BILD-ის ბოლო ინფორმაციით, „მამარდა“ „ბაიერნის“ სიაში მესამე ადგილს იკავებს და მასზე წინ იასინ ბონო და დავიდ რაია იმყოფებიან. ეს უკანასკნელი, დიდი ალბათობით, „არსენალში“ გადავა და გამოდის, რომ „რეკორდმაისტერი“ ბონოს შეძენას შეეცდება.