გადაწყდა - გორის დილა აპოელს დინამო არენაზე უმასპინძლებს
კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ კვიპროსის „აპოელს“ დაუპირისპირდება.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, გორელები საშინაო შეხვედრას „დინამო არენაზე“ ჩაატარებენ. ამის შესახებ „დილამ“ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ.
იქიდან გამომდინარე რომ Tengiz Burjanadze Stadium - გახლავთ მეორე კატეგორიის, უეფას მოთხოვნების შესაბამისად მე-3 და შემდგომი ეტაპების მასპინძლობის უფლება არ აქვს. აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე ,,აპოელთან" UEFA conference league მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს Dinamo Arena-ზე ჩავატარებთ“.
- ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მომდევნო კვირაში გაიმართება. 10 აგვისტოს „დილა" „აპოელს" უმასპინძლებს, 17 აგვისტოს კი კვიპროსში ესტუმრება.