საგოლე პასი და გაძევება - კუტალიას გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა
UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურმა „ალაშკერტმა“ უნგრული „დებრეცენის“ ბარიერი ვერ დაძლია, პენალტების სერიაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სომხური კლუბის ფეხბურთელებმა 4-დან მხოლოდ 1 პენალტი გაიტანეს, „დებრეცენმა“ კი სამიდან სამი შეაგდო.
პირველი მატჩი „ალაშკერმა“ შინ 0:1 დათმო. უნგრეთში პირველი ტაიმი სომხურმა კლუბმა 0:1 მოიგო. 61-ე წუთზე თამაშში ლევან კუტალია ჩაერთო, მისი ძალიან კარგი მოქმედებისა და საგოლე პასის შემდეგ მიმიტომ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა - 0:2.
87-ე წუთზე ლევან კუტალია უხეში თამაშის გამო მოედნიდან გააძევეს, არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. „ალაშკერტმა“ მატჩის დარჩენილი დრო და დამატებითი დრო რიცხვობრივ უმცირესობაში, 10 ფეხბურთელით ჩაატარა.
კუტალიას საგოლე პასი და გაძევება
76-ე წუთზე „დებრეცენმა“ სხვაობა შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:2. დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში „დებრეცენმა“ 3:1 მოიგო.
შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში ლევან კუტალიამ ისრაელი დატოვა და კარიერა სომხურ კლუბში გააგრძელა, კონფერენს ლიგისა და სომხეთის ჩემპიონატის ჩათვლით 4 შეხვედრაში ითამაშა, მის აქტივში 1 საგოლე პასია. კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ალაშკერტმა“ მონტენეგროს „არსენალ ტივატი“ დაამარცხა. ამ დაპირისპირებაში ქართველი ფორვარდი გოლის გატანასთან ახლოს იყო, ბურთი ძელს გაარტყა.
View this post on Instagram