დვალიშვილი მალიხინზე: „50 000 კი არა, 2 000 გამოაგზავნა“
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ანატოლი მალიხინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „მანქანას“ წაგებული 50 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა. დვალიშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ მალიხინისგან მხოლოდ 2 000 დოლარი მიიღო.
„სამწუხაროდ, მალიხინმა მხოლოდ 2 000 დოლარი ჩარიცხა და ისიც, ჩვენი მებრძოლის, ლიანა ჯოჯუას დახმარებით. მხოლოდ 2 000 დოლარი ჩარიცხა და ინტერვიუები მისცა, თითქოს მის მიერ ჩარიცხული თანხა შემდეგ ბრძოლამდე მეყოფა და ა.შ. ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მგონი, მომიწევს, ტაილანდში ჩასვლა და მისი პირადად ნახვა“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა და მალიხინმა სანაძლეო პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 აშშ დოლარი მოიგო. მერაბი თანხას დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა და მალიხინი თავს სხვადასხვა მიზეზით იმართლებდა, ბოლო ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ქართველს ფული გადაურიცხა.
მალიხინის თქმით, „მანქანას“ საჭირო დოკუმენტები რომ გაეგზავნა, თანხას ბევრად ადრე გადაურიცხავდა და როგორც კი მესამე პირის, ლიანა ჯოჯუას პოვნა მოხერხდა, ფული ეგრევე გადაუგზავნა, მაგრამ როგორც ჩანს, რუსი მებრძოლის განცხადებები რეალობისგან შორსაა.