სტივ კინი
Aa
Aa

სტივ კინი: „აქტობესნაირ გუნდთან წაგება სამარცხვინო არაა“

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა „აქტობესთან“ გამართული მატჩი შეაფასა. მისმა გუნდმა განმეორებითი შეხვედრა 2:1 მოიგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში, 3:5 დამარცხდა და უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.

„ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ გახარებულნი ვართ იმ თამაშის გამო, რომელიც ამ შეხვედრაში ვაჩვენეთ. ფეხბურთელთა ტრავმები და იძულებითი ცვლილებები რომ არა, სხვანაირად ვიასპარეზებდით. რამდენიმე შემთხვევაში, მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნა.

მატჩი მაღალ სისწრაფეზე წარიმართა, რის გამოც, შეცდომები ბევრი იყო. იმედგაცრუებული ვართ, რადგან მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ ასეთ გუნდთან დამარცხება სამარცხვინო არაა. მადლობა აქტობეს თბილი მიღებისთვის. სტადიონზე ჩვენთვის ურთულესი ატმოსფერო იყო შექმნილი და ყაზახურ კლუბს შეუძლია, თავისი ქომაგებით იამაყოს“.

შეგახსენებთ, რომ განმეორებით შეხვედრაში ქუთათურთა მხრიდან გოლები არაბიძემ და ბუღრიძემ გაიტანეს, მასპინძელთა რიგებში კი შამუროდოვი გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები