თბილისის დინამო, ჰამრუნი, სტეფანო დე ანჯელისი
Aa
Aa

„დიდი გუნდი დავამარცხეთ“ - ჰამრუნის მწვრთნელის შეფასება

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ შინ „ჰამრუნთან“ 0:1 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე მალტური გუნდი გავიდა, თბილისის „დინამოსთვის“ ევროსეზონი დასრულდა. „ჰამრუნის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა სტეფანო დე ანჯელისმა პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა: 

„შემიძლია ვთქვა, რომ დიდ გუნდთან მოვიგეთ. ბოლო ორი წელია ევროტურნირებზე წარმატებულად გამოვდივართ. მოხარული ვარ, რომ ძალიან რთულ შეხვედრაში მოვიგეთ, მეორე ტაიმი 10 ფეხბურთელით ჩავატარეთ. გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ“.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰამრუნის“ მეტოქე დიდი ალბათობით „ფერენცვაროში“ იქნება, უნგრეთის ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში საკუთარ კედლებში „შემროკ როვერსი“ 4:0 გაანადგურა. საპასუხო შეხვედრა დღეს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები