ლუკაკუს ალტერნატივა - იუვენტუსი მორატას განიხილავს
ტურინის „იუვენტუსი“ რომელუ ლუკაკუსთვის იბრძვის და ამისთვის დუსან ვლაჰოვიჩის გამოყენებასაც აპირებს, მაგრამ დრეს „ბიანკონერიმ“ სერბი თავდამსხმელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროთი მოითხოვა და „ჩელსი“ ქმედითი ნაბიჯის გადადგმისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, თუ „ბებერი ქალბატონი“ ბელგიელ ფეხბურთელს ვერ დაიმატებს, ალტერნატივა ალვარო მორატა იქნება.
Football Italia-ს ცნობით, იუვე ესპანელ თავდამსხმელს უკვე დაუკავშირდა და პირობები გააცნო. ჯერჯერობით „ატლეტიკოს“ და მორატას პასუხი უცნობია.
წყაროს ცნობით, „ფურია როხას“ კაპიტნის დამატება მასიმილიანო ალეგრის პირადი სურვილია, რადგან რამდენიმე წლის წინ მასთან მუშაობამ შედეგი გამოიღო.
შეგახსენებთ, რომ მორატა ტურინულ გრანდში 2014/2016 და 2020/2022 წლებში თამაშობდა. ჯამში „რეალის“ აღზრდილმა იუვეს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 185-ჯერ მოირგო, 59 გოლი გაიტანა და 39 საგოლე გადაცემა შეასრულა.