კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე | ნაპოლი მშვიდადაა
გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და „ჟირონას“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ნეაპოლელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს, ქართველმა ფეხბურთელმა კი მცირე ტრავმა მიიღო და მარცხენა მუხლი დაიზიანა.
რამდენიმე წუთის წინ, „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. დაზიანება სერიოზული არაა, თუმცა ხვიჩას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და დღეს, ფიზიკური თერაპია დაიწყო. კლუბი შეშფოთებული არაა და ელის, რომ სეზონის გახსნითი მატჩისთვის კვარაცხელია მზად იქნება.
???? Squadra in campo per l’allenamento mattutino.
— Official SSC Napoli (@sscnapoli) August 3, 2023
???? #ForzaNapoliSempre https://t.co/RtJtLxN1Kl
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.
გეტყვით იმასაც, რომ სეზონის დაწყებამდე, „ნაპოლის“ კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა ელის. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო მატჩს „აუგსბურგის“ წინააღმდეგ, 6 აგვისტოს გამართავს, 11-ში კი „აპოლონ ლიმასოლს“ დაუპირისპირდება.