ოქროს მედლები ამერიკიდან - ქართული წყვილის ტრიუმფი
აშშ-ში, ლეიკ პლესიდის ოლიმპიურ კომპლექსში, სპორტულ ცეკვებში ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო და საქართველოს სახელით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ. ამ წყვილმა საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, დევისი და სმოლკინი მეორე ადგილზე იყვნენ, მაგრამ თავისუფალი პროგრამა იდეალურად შეასრულეს პირველივე საერთაშორისო ტურნირზე ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს.
ქართულმა წყვილმა, ფინალურ გამოსვლაში 117.47 ქულა დააგროვა, რაც მთელს ტურნირზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
???????? Resultado final senior do Lake Placid Ice Dance International 2023
— Portal Patinação Artística Brasil | Fan Account (@PPANGBrasil) August 3, 2023
????Diana Davis / Gleb Smolkin ???????? – 191.82
????Oona Brown / Gage Brown ???????? – 180.66
????Eva Pate / Logan Bye ???????? – 177.95 pic.twitter.com/QoTDDDO9ex
შეგახსენებთ, რომ დიანა დევისი ეთერ თუბერიძის ქალიშვილია. თუთბერიძეს სპორტული სამყარო კარგად იცნობს, ის ფიგურულ ციგურაობაში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელია. დიანა დევისის სპორტული პარტნიორი გლებ სმოლკინი მისივე მეუღლეა. მათ 2022 წელს, ბეიჯინგში გამართულ ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით იასპარეზეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, საქართველოს სახელით ასპარეზობა 2023 წლის კი ივნისში გადაწყვიტეს.