მტკიცე უარი - პსჟ-მ ბარსელონას ნეიმარი შესთავაზა
ახალი არავისთვის არის, რომ უსმან დემბელე კარიერის გაგრძელებას „პარი სენ ჟერმენში“ აპირებს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა. ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ფრანგ ფეხბურთელს „ბარსელონას“ დატოვება სურს.
როგორც ჩანს, ფრანგულ გუნდს ტრანსფერში ნეიმარის ჩართვა სურდა. ნასერ ალ-ხელაიფიმ კატალონიურ გრანდს ბრაზილიელი შემტევის იჯარის წესით გადაყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „ბლაუგრანას“ ნეიმარი არ სურს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მისი კოლოსალური ხელფასია.
ფაბრიციო რომანო დემბელეს ტრანსფერის დეტალებზე წერს. მისი თქმით, უსმანი ფრანგულ გუნდს მიმდინარე კვირის ბოლოს შეუერთდება. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას „პარი სენ-ჟერმენმა“ კონტრაქტში არსებული „პირადი“ პუნქტი გაააქტიურა. მისი წყალობით, დემბელეს შეძენა ისევ 50 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელის წასვლის შემთხვევაში, „ბლაუგრანა“ ჟოაუ ფელიქსის გადაბირებას შეეცდება. „ბარსელონამ“ მის მიმართ ინტერესი განაახლა და დიდი ალბათობით, უსმანის წასვლის შემდეგ გაჩენილ სიცარიელეს, სწორედ პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერით შეავსებს.