საბა ლობჟანიძე, ატლანტა
Aa
Aa

“მოუთმენლად ველით“ - სპორტული დირექტორი ლობჟანიძეზე

როგორც მოგეხსენებათ, საბა ლობჟანიძე კარიერაში MLS-ში, კონკრეტულად კი „ატლანტა იუნაიტედში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად გუშინ გამოცხადდა. დღეს კი ამერიკული კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა კარლოს ბოკანეგრამ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

რა თქვა ბოკანეგრამ?

„საბა არის ფეხბურთელი, ვისთანაც ტრანსფერზე სატრანსფერო ფანჯრის პირველი დღიდან ვსაუბრობდით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მან „ატლანტაში“ თამაშის სურვილი დიდი გამოავლინა.

ლობჟანიძეს ჩვენთვის საერთაშორისო გამოცდილება მოაქვს. მან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ითამაშა. ჩვენ მოუთმენლად ველით მის გუნდში ინტეგრაციას, რაც შეიძლება სწრაფად.”

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც MLS-ში ითამაშებს. 2017/2020 წლებში „სან ხოსეს“ ღირსებას ვაკო ყაზაიშვილი იცავდა, ხოლო 2018/2020 წლებში ამავე გუნდში გურამ კაშიაც თამაშობდა.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს, „ატლანტა იუნაიტედი“ „ინტერ მაიამის“ წინააღმდეგ ითამაშებს და დიდი ალბათობით საბა ლობჟანიძე ლიონელ მესის და ჟორდი ალბას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: “ფეხბურთელები საუდის არაბეთში სპორტული ინტერესით არ მიდიან“
ლაპორტა: “ფეხბურთელები საუდის არაბეთში სპორტული ინტერესით არ მიდიან“