გაიბრწყინა - მესის დუბლი და ინტერ მაიამი მერვედფინალშია
ჩრდილო ამერიკული ლიგის თასის მეთექვსმეტედ ფინალში „ინტერ მაიამი“ „ორლანდოს“ დაუპირისპირდა, 3:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
დევიდ ბექჰემის კლუბის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი კვლავ ლიონელ მესიმ შეიტანა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა.
7 ოქროს ბურთის მფლობელმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. ზუსტად 10 წუთში არაუხომ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმის 51-ე წუთზე ჟოზეფ მარტინესმა „მაიამი“ წინ გაიყვანა.
მატჩში საბოლოო წერტილი კი ლიონელ მესიმ დასვა. ბარსას ყოფილმა ფეხბურთელმა ამჯერად 72-ე წუთზე გაისროლა. ცნობისთვის, „ინტერ მაიამი“ მერვედფინალში „დალასს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ამერიკულ კლუბში მესამე მატჩი ჩაატარა და უკვე 5 გოლის გატანა მოახერხა. მის ანგარიშზე 1 საგოლე პასიც გახლავთ.