აუგსბურგთან შეიძლება არ ითამაშოს - ხვიჩას მუხლი აწუხებს
„ნაპოლიმ“ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და „ჟირონას“ დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც „პარტენოპეიმ“ 4:2 მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა მუცლის პრობლემები აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას, CalcioNapoli24 ავრცელებს. წყაროს ცნობით, დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ „აუგსბურგთან“ თამაში რისკს შეიცავს.
ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელი აღნიშნულ დაპირისპირებაში 61-ე წუთზე ჩაერთო. რუდი გარსიამ ძირითადი შემადგენლობის დასვენება გადაწყვიტა. ასევე არ უთამაშია ვიქტორ ოსიმენს. „ნაპოლის“ მხრიდან ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან ჯოვანი სიმეონემ გაიტანა.
შეგახსენებთ, რუდი გარსიას გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას „აუგსბურგის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 6 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.
ხვიჩას ყველა მომენტი „ჟირონასთან“