ზაზა ლომთაძე
Aa
Aa

ძალოსნობა: ზაზა ლომთაძე (U23) ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღის ბოლოს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა.

ამჯერად ევროპულ ფიცარნაგზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ზაზა ლომთაძე  და აკაკი ტალახაძე (109 კგ.) გამოვიდნენ. 

ტალახაძემ ატაცში 154 / 158 / 162 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  აკვრაში კი ძალოსანმა საწყისი წონა ვერ დაძლია.

ზაზა ლომთაძემ ატაცში თავი 161  კილოგრამს გაართვა თავი და მე-5 ადგილს დასჯერდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 200 / 207 / 210 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა.

ლომთაძემ ასევე უმაღლესი სინჯის მედალი ორჭიდში მოგროვილი 371 კილოგრამით მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალოსნობა: მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია (U20)
ძალოსნობა: მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია (U20)