„ვიცით დილასთან რა უნდა გავაკეთოთ“ - ვორსკლას მწვრთნელი მატჩამდე
Aa
Aa

„ვიცით დილასთან რა უნდა გავაკეთოთ“ - ვორსკლას მწვრთნელი მატჩამდე

პოლტავის „ვორსკლას“ მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სკრიპნიკმა გორის „დილასთან“ განმეორებით მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ წინსვლისთვის. ალბათ, ჩვენმა მეტოქემაც იცის, რა გააკეთოს. დაშავებულები, მადლობა ღმერთს, არ გვყავს. ანდრეი ბაცულა შემოგვიერთდა და ვარჯიშობს სრული დატვირთვით. ის არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც „დილასთან“ დაგვეხმარება. ასე რომ, ყველაფერი კარგადაა, ყველა მზად არის.

ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ხვალ ვინ ითამაშებს. საამისოდ ჯერ მჭირდება მათი ანთებული თვალები დავინახოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც არ უნდა ჩაატარო პირველი თამაში, მეორე მატჩი უკვე სხვა დაპირისპირებაა.

ყველამ უნდა მოუმატოს, დაიძაბოს, გაუძლოს. ამისათვის საჭიროა, არა მხოლოდ გამოცდილი ბიჭები, არამედ ახალგაზრდები, რომლებსაც ამ ამოცანების შესასრულებლად სასურველი ენერგია აქვთ“,

თქვა სკრიპნიკმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში გამართული მატჩი „ვორსკლამ“ 2:1 მოიგო. დღვანდელი შეხვედრა გორში „თენგიზ ბურჯანაძეზე“ 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაიას რეკომენდაციით - სამუშია ანორთოსისში გადასვლასთან ახლოსაა
ქეცბაიას რეკომენდაციით - სამუშია ანორთოსისში გადასვლასთან ახლოსაა