ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა აქტიური იყო, პენალტი არ დაუნიშნეს - ნაპოლიმ ჟირონა პენალტებში დაამარცხა

რუდი გარსიას „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ნეაპოლელებმა „ჰატაისპორის“ დამარცხების (4:0) შემდეგ, ამჯერად ლა ლიგის „ჟირონას“ ვერ მოუგეს და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

„ნაპოლის“ მხრიდან ერთადერთი გოლი პენალტით ჯოვანი სიმეონემ გაიტანა. ვიქტორ ოსიმენს ამჯერად არ უთამაშია.

გარსიამ შემადგენლობა გადაახალისა და ძირითადის მოთამაშეები ძირითადად მეორე ტაიმში გამოიყენა. კვარაცხელია მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა.

ხვიჩა თამაშში აქტიურად ჩაერთო გამწვავებას ცდილობდა, რამდენიმე ეპიზოდში ეფექტურად ითამაშა, თუმცა სასურველი ფორმისგან ჯერ მაინც შორს არის.

შეხვედრის მიწურულს ხვიჩას წინააღმდეგ წესები დაირღვა და არბიტრს პენალტის დანიშვნა მართებდა, თუმცა მომენტი გაატარა, რამაც კვარას აღშფოთება გამოიწვია და მსაჯთან კამათი მატჩის შემდეგაც გააგრძელა.

საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გამოვლინდა, რომელიც „ნაპოლიმ" 4:2 მოიგო. კვარას პენალტი დაზიანების გამო არ დაურტყამს.

კვარას ყველა მომენტი ჟირონას წინააღმდეგ

„ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 6 აგვისტოს გერმანული „აუგსბურგის" წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

შეხვედრის შემდეგ ხვიჩამ მოედანი სახვევებით დატოვა. ქართველ შემტევს მცირე ტრავმა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომბის დაბრუნება? ვინის ახალი როლი - ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის
რომბის დაბრუნება? ვინის ახალი როლი - ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის