თემურ ქეცბაია, ანორთოსისი, საბა სამუშია
Aa
Aa

ქეცბაიას რეკომენდაციით - სამუშია ანორთოსისში გადასვლასთან ახლოსაა

CrystalSport-ის ცნობით, 16 წლის ტალანტი საბა სამუშია „ანორთოსისში“ გადასვლასთან ახლოსაა. ფეხბურთელი კვიპროსზე იმყოფება, თემურ ქეცბაიასთან ერთად „ანორთოსისის“ პრეზიდენტს შეხვდა, კლუბმა მოთამაშეს კონტრაქტი გაუმზადა, თუმცა მას ჯერ ხელი არ მოუწერია, ხვალ პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

ფეხბურთელს „ანორთოსისში“ რეკომენდაცია თემურ ქეცბაიამ გაუწია, რომელიც კლუბის ლეგენდად ითვლება და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

დიდი ალბათობით, საბა „ანორთოსისში“ გადავა, თუმცა საკითხი ჯერ 100 პროცენტით გადაწყვეტილი არაა. ქართველი შემტევი „ანორთოსისის“ პირველ გუნდთან ერთად ხვალ ივარჯიშებს. საბას მიმართ ინტერესი სხვა კვიპროსულ კლუბებსაც ჰქონდათ, თუმცა ფეხბურთელმა უპირატესობა „ანორთოსისს“ მიანიჭა.

„ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი ესპანელი დავიდ გალეგოა, რომელიც 2018 წელს ლა ლიგაში მყოფ „ესპანიოლს“ წვრთნიდა, შემდეგ კი ლა ლიგა 2-ში ხიხონის „სპორტინგის“ მთავარი მწვრთნელი იყო (2020-22).

სამუშიასთან დაკავშირებით ასევე გეტყვით, რომ 2023 წლის ვიტალი დარასელიას საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად საბა სამუშია დასახელდა, ამ ტურნირის შემდეგ თბილისის „დინამო“ მალევე დატოვა, კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა.

საბა სამუშიას საქართველოს 16 და 17 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: საბა ლობჟანიძე კარიერას MLS-ში გააგრძელებს
ოფიციალურად: საბა ლობჟანიძე კარიერას MLS-ში გააგრძელებს