ყველაფერი შეთანხმებულია - გვარდიოლი სიტიში გადადის
იოშკო გვარდიოლის ტრანსფერი 99%-ით დახურულია და ხორვატი მცველი მალე „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდება.
ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
„ლაიფციგმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ 21 წლის მცველის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ კლუბები ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.
ხორვატი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება - მის სანაცვლოდ „ქალაქელები" 90 მილიონ ევროს გადაიხდიან.
გარდა ამისა, გუნდები ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომლის წყალობითაც „ლაიფციგი“ დაახლოებით 1,5 მილიონი ევროს გამომუშავებას შეძლებს.
გვარდიოლი „ლაიფციგში“ 2021 წელს ზაგრების „დინამოდან“ 18 მილიონ ევროდ გადავიდა.
BREAKING: Manchester City have agreed a transfer fee of £77.6m for RB Leipzig centre-back Josko Gvardiol ???? pic.twitter.com/ZKxuYswJki
— Sky Sports News (@SkySportsNews) August 2, 2023