U20: ძალოსნობა - გიორგი კირვალიძე ევროპის ჩემპიონია
ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი კირვალიძემ (109 კგ.) ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა.
კირვალიძემ ატაცში 157 / 161 / 165 კგ. დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში თავი 188 / 193 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კირვალიძე ორჭიდში მოგროვილი 358 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალს დაეუფლა.
დღევანდელ დღემდე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლების მფლობელები მარიამ მურღვლიანი (87 კგ.) მარიამ მაისურაძე (49 კგ.), ნათია გადელია (81 კგ.), საბა ასანიძე (81 კგ.) და გერვასი თაბაგარი (96 კგ.) გახდნენ.