უსმან დემბელე
Aa
Aa

დიდი ზარალი: შეძენა, ხელფასი, გაყიდვა - რამხელა დანაკარგი ნახა ბარსამ?

უკვე ცნობილია, რომ უსმან დემბელე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ფრანგი ანაზღაურების სახით წლიურად იმაზე 3-ჯერ მეტს აიღებს, ვიდრე „ბარსელონაში“ იღებდა.

„ბარსელონაში“ დემბელეზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, განსაკუთრებით კი ფრანგის იმედი ჩავის ჰქონდა. როგორც უკვე გაირკვა, კლუბს დიდად დემბელეს დარჩენის სურვილი არ ამოძრავებდა.

Sport-ის ცნობით, სპორტულ დირექტორთა გუნდის მთავარი წევრები დეკუ და მატეუ ალემანი დემბელეს ნდობას არ უცხადებდნენ. დეკუ კლუბს აფრთხილებდა, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო, რაც ახლა უსმანმა გააკეთა, ალემანის კი ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი პირადად არასდროს ჰქონია. ყველაფერი ჩავის ინიციატივა იყო.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რამხელა ფინანსური ზარალი ნახა „ბარსამ“ დემბელეს შეძენის დღიდან, მისი პსჟ-ში გადასვლის დღემდე.

„ის ბარსელონას მოთამაშე აღარ არის. დემბელემ ბარსას რიგებში 185 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. კატალონიელებს მისი ტრანსფერი 135 მილიონი ევრო დაუჯდათ, ანაზღაურების სახით 6 წლის მანძილზე მას წლიურად 13 მილიონს უხდიდნენ (ჯამში 78 მილიონი). ჯამურად კი კლუბმა დემბელესთვის 213 მილიონი ევრო გაიღო. ბარსას მისი ყოველი მატჩი 1 მილიონი ევრო უჯდებოდა. ახლა კი კლუბი ფრანგის სანაცვლოდ დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს მიიღებს“.

- წერს ხუანმარტი.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები დემბელეს სავარაუდო შემცვლელებად ბერნარდუ სილვას, ფერეირა კარასკოს, ჟოაო ფელიქსსა და ლეროი სანეს განიხილავენ. ჩავის ფავორიტი ბერნარდუა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორია ვალენსიას გეგმა ა | რას წერს AS-ი მამარდაშვილის მომავალზე
როგორია ვალენსიას გეგმა ა | რას წერს AS-ი მამარდაშვილის მომავალზე