გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

უოტფორდმა დაადასტურა | ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბში ითამაშებს

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ ოფიციალურად გადავიდა. რამდენიმე წუთის წინ, „კრაზანებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გულშემატკივრებს „ჩაკვესთან“ თანამშრომლობის დაწყების შესახებ აუწყეს.

„უოტფორდი მოხარულია, დაადასტუროს, რომ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე 1-სეზონიანი იჯარით გენტიდან გადმოვიდა. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ივნისამდე „გენტის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა. საერთო ჯამში, „ჩაკვემ“ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, 47 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა. გერმანული სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2.4 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები