ნაპოლის ყოფილი მეკარე: „კვარაცხელია მონსტრია“
Corriere dello Sport-მა ინტერვიუ „ნაპოლის“ ყოფილ მეკარეს, სალვატორე სირიგუს ჩამოართვა. იტალიელ გოლკიპერს „მილანის“ ახალწვეულ გარემარბებზე, სამუელ ჩუკვეზეზე და კრისტიან პულიშიჩზე ჰკითხეს და Corriere dello Sport-ი დაინტერესდა, არიან თუ არა ისინი „კვარას“ პასუხად ნაყიდი ფეხბურთელები.
„არავის განვსჯი, ვისაც კარგად არ ვიცნობ, კვარას კი ვიცნობ. მინახავს, ვარჯიშზე მის მიერ გაკეთებული 2-3 წარმოუდგენელი რამ და ხვიჩა ნამდვილი მონსტრია. სერია A-ს რაც შეეხება, კიმ მინ-ჯეს წასვლის მიუხედავად, ნაპოლი მაინც ფავორიტია. როცა საფუძველი გაქვს, გაგრძელება მარტივია. ინტერს, იუვენტუსსა და მილანს თავის ხელახლა დამკვიდრება გაუჭირდებათ, თუმცა როსონერი კარგ ტრანსფერებს აკეთებს“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.
გეტყვით იმასაც, რომ სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.