მარსელო
Aa
Aa

მარსელომ მეტოქეს შემთხვევით უმძიმესი ტრავმა მიაყენა | სანჩესი 8-12 თვეს გამოტოვებს

კოპა ლიბერტადორესის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, „არგენტინოს ხუნიორსი“ „ფლუმინენსეს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, მეორე ტაიმში კი „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის, მარსელოს მონაწილეობით, საშინელი ეპიზოდი ვიხილეთ.

მატჩის 54-ე წუთზე, მარსელო დრიბლინგს ახორციელებდა და შემთხვევით მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, ლუსიანო სანჩესს უმძიმესი ტრავმა მიაყენა. მომხდარის შემდეგ, მარსელო განადგურებული იყო და ცრემლები ვერ შეიკავა. ექიმები სანჩესს რამდენიმე წუთის განმავლობაში ეხმარებოდნენ და შემდეგ იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, მარსელომ კი წითელი ბარათი მიიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „არგენტინოს ხუნიორსის“ ფეხბურთელს მიმართა: „დღეს, მოედანზე ყოფნისას, ურთულესი მომენტის გამოვლა მომიწია. ჩემს კოლეგას შემთხვევით ტრავმა მივაყენე. ლუსიანო, მინდა, საუკეთესოდ გამოჯანმრთელება და გამძლეობა გისურვო“.

არგენტინული პრესის ინფორმაციით, სანჩესი ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდება. უახლოეს საათებში, მას ოპერაციას ჩაუტარებენ და დაახლოებით 8-დან 12 თვემდე გაუცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონცენტრაციის ნაკლებობის გამო დავმარცხდით“ - ზუროსის კომენტარი
„კონცენტრაციის ნაკლებობის გამო დავმარცხდით“ - ზუროსის კომენტარი