დიანა დევისი, გლებ სმოლკინი
Aa
Aa

პირველად საქართველოს სახელით | დევისსა და სმოლკინს ოქროს მედლის შანსი აქვთ

აშშ-ში, ლეიკ პლესიდის ოლიმპიურ კომპლექსში, სპორტულ ცეკვებში ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო და საქართველოს სახელით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ. ამ წყვილმა საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა და ოქროს მედლის მოგების შანსი აქვს.

დევისი და სმოლკინი მაყურებლების წინაშე რიტმული ცეკვით წარდგნენ და პირველი პროგრამის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებენ. მათ მსაჯებისგან 74.35 ქულა მიიღეს (42.10 ტექნიკურ ელემენტებში, 32.25 პრეცენტაციაში) და მხოლოდ უნა ბრაუნისა და გეიჯ ბრაუნის წყვილს ჩამორჩებიან, რომელმაც 75.26 ქულა დაიმსახურა.

ცნობისთვის, ოქროს მედლის მფლობელის ვინაობა ხვალ გამთენიისას გაირკვევა და თავისუფალი პროგრამა თბილისის დროით, დაახლოებით 01:00-ზე დაიწყება. დევისისა და სმოლკინის წყვილი მეოთხე ჯგუფშია და ბოლოსწინა გამოვა.

შეგახსენებთ, რომ დიანა დევისი ეთერ თუ­ბერიძის ქალიშვილია. თუთბერიძეს სპორტული სამყარო კარგად იცნობს, ის ფიგურულ ციგურაობაში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელია. დიანა დევისის სპორტული პარტნიორი გლებ სმოლკინი მისივე მეუღლეა. მათ 2022 წელს, ბეიჯინგში გამართულ ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით იასპარეზეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, საქართველოს სახელით ასპარეზობა 2023 წლის კი ივნისში გადაწყვიტეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი | რა შანსი აქვს ჩაკვეტაძის უოტფორდს
Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი | რა შანსი აქვს ჩაკვეტაძის უოტფორდს