გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი | რა შანსი აქვს ჩაკვეტაძის უოტფორდს

სტატისტიკის სააგენტომ, Opta-მ, საკუთარი სუპერკომპიუტერის დახმარებით, ინგლისის ჩემპიონშიპის მომდევნო სეზონის პროგნოზი გააკეთა. ინგლისის რანგით მეორე დივიზიონი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის უაღრესად საინტერესოა, რადგან პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უოტფორდში“ გააგრძელებს.

სუპერკომპიუტერს დაავალეს, 2023-24 წლების სეზონის სიმულაცია 10 000-ჯერ ჩაეტარებინა და გაერკვია, პრემიერ ლიგაში დაწინაურების ყველაზე კარგი შანსი ვის აქვს და ვინ რომელ პოზიციაზე გავა. სუპერკომპიუტერის 10 000 სიმულაციიდან, „უოტფორდმა“ პირველი ან მეორე ადგილი მხოლოდ 290-ჯერ დაიკავა, ტოპ 6-ში კი 1400-ჯერ მოხვდა.

Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „უოტფორდი“ საშუალოდ 62.47 ქულას აგროვებს და ყველაზე მაღალი შანსია, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 ან მე-15 ადგილი დაიკავოს. ამასთან, 6.9 პროცენტია ალბათობა, რომ „კრაზანები“ ჩემპიონშიპიდან გავარდებიან. ამ მხრივ, „უოტფორდი“ მხოლოდ „პრესტონს“, „ჰალ სიტის“, „იფსვიჩს“, „კარდიფს“, „როტერჰემს“, „შეფილდ უენსდის“ „ბირმინგემს“, „პლიმუთსა“ და ქპრ-ს უსწრებს.

პრემიერ ლიგაში პირდაპირ გადასვლის ფავორიტი „მიდლსბროა“ – 33.4 პროცენტი. მეორე ადგილზე „ლესტერი“ იმყოფება - 30.1 პროცენტი. მესამეზე „ქოვენთრის“ ვხედავთ - 25.3 პროცენტი, ხოლო ექვსეულს „ლიდსი“, „სუონსი“ და „სანდერლენდი“ ასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბურთით ძალიან სახიფათოა“ | Sky Sports-ის გადაცემაში ხვიჩაზე ისაუბრეს
„ბურთით ძალიან სახიფათოა“ | Sky Sports-ის გადაცემაში ხვიჩაზე ისაუბრეს