ძალოსნობა: მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია (U20)
ძალოსნობაში, ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე მარიამ მურღვლიანმა (87 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. მან ატაცში, აკვრასა და ორჭიდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
მან ატაცში 95 / 100 / 102 კგ. დაძლია, აკვრაში თავი 118 / 123 / 127 კილოგრამს გაართვა, ორჭიდის ჯამში მის აქტივში 229 კილოგრამია.
ქალთა შორის მიმდინარე ტურნირზე საქართველოს სახელით პირველი ოქროს მედალი მარიამ მაისურაძემ (49 კგ) მოიპოვა. მან ატაცში 68 / 72 / 74 კგ. დაძლია და პირველზე გავიდა. აკვრაში 88 კილოგრამი დააფიქსირა, მე-4 ადგილზე გავიდა. ორჭიდში მოგროვილი 162 კილოგრამით კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
მურღვლიანის მსგავსად ნათია გადელია ატაცში, აკვრასა და ორჭიდში საუკეთესო იყო. ნათიამ ატაცში 93 / 96 კგ. დაძლია, აკვრაში - 116 / 120 / 123 კგ. ორჭიდის ჯამში 219 კილოგრამი დააფიქსირა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
საქართველოს ქალთა 20-წლამდე ნაკრებს თემურ ჯანჯღავა ხელმძღვანელობს.