ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბურთით ძალიან სახიფათოა“ | Sky Sports-ის გადაცემაში ხვიჩაზე ისაუბრეს

ცნობილი ბრიტანული ტელეარხის, Sky Sports-ის იუთუბ არხზე გადაცემა Good Morning Transfers გადის, რომელშიც სატრანსფერო სიახლეებსა და ჭორებს მიმოიხილავენ. დღეს, გადაცემის წამყვანების ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელია მოექცა, რომელიც რამდენიმე საათის წინ, „არსენალს“ დაუკავშირეს.

„ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე ერთ-ერთმა წამყვანმა, სემ ობასეკიმ ისაუბრა და „კვარა“ შეაქო: „ყველა შეხვედრაში, რომელიც ამ გარემარბის მონაწილეობით ვნახე, საოცრად გამოიყურებოდა. პრობლემებს ნებისმიერ დაცვას უქმნის, გასულ სეზონში 43 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.

ურთიერთგაგება, რომელიც ვიქტორ ოსიმენთან დაამყარა, ნაპოლის ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იყო. ბურთთან ერთად ძალიან, ძალიან სახიფათოა და როცა მის თამაშს უყურებ, ხვდები, მიკელ არტეტა მისი ტრანსფერით რატომ შეიძლება, დაინტერესებულიყო. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე თამაშობს და ზუსტად არ ვიცი, არსენალს რატომ დაუკავშირეს. მას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს და მეთოფეებს მის სანაცვლოდ 100 მილიონ გირვანქაზე მეტის გადახდა მოუწევთ. ყველას კარგად მოგვეხსენება, ნაპოლი მოლაპარაკებებისას რა სიჯიუტით გამოირჩევა და პირადად მე, არ მგონია, ეს ტრანსფერი გამოვიდეს, თუმცა არსენალს ნამდვილად კარგი ფეხბურთელი დაუკავშირეს“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი საქართველო შეცვლილა...“ | რომან დოლიძე ბათუმში მიმდინარე პროტესტზე
„ჩემი საქართველო შეცვლილა...“ | რომან დოლიძე ბათუმში მიმდინარე პროტესტზე