მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

როგორ შევაჩეროთ მერაბი | სენდჰეგენის ფორმულა დვალიშვილის გასაკონტროლებლად

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. სენდჰეგენმა „მანქანა“ შეაქო და დაასახელა გზა, რომლითაც მის სტილთან გამკლავებაა შესაძლებელი.

„ბოლო პერიოდში, მერაბი შესანიშნავად გამოდის. პიოტრ იანის წინააღმდეგ ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ამ დივიზიონში მისნაირი კარდიო არავის აქვს. მერაბი დაუნდობელი მებრძოლია. მას მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სტილი არ აქვს, მაგრამ თუ ძლიერი დარტყმები არ ხვდება, მისი სტილი კარგად მუშაობს. საკითხავი ისაა, რა მოხდება თუ ძლიერ დარტყმებს მიიღებს.

დვალიშვილის წინააღმდეგ უნდა სცადო, მომენტი დაიჭირო და ძლიერად მოარტყა. ასევე, შეგიძლია, აქტიური იყო და აიძულო, შენს სივრცეში ნაკლებად შემოვიდეს. მერაბთან, დარტყმების მიზანი არაა, რომ ისინი მას მოარტყა. დარტყმების მიზანია, დვალიშვილი ისეთ მდგომარეობაში გადაიყვანო, რომელშიც გადასვლის ეშინია“.

შეგახსენებთ, რომ კორი სენდჰეგენს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იგი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 5-ში იმყოფება და მეოთხე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენს საუდის არაბეთში გადასვლა არ უნდა | ევროპაში კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი
ოსიმენს საუდის არაბეთში გადასვლა არ უნდა | ევროპაში კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი