U20: ქართველი ძალოსანი ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია
ძალოსნობაში ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე ნათია გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა. მან ატაცში, აკვრასა და ორჭიდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 93 / 96 კგ. დაძლია, აკვრაში - 116 / 120 / 123 კგ. ორჭიდის ჯამში 219 კილოგრამი დააფიქსირა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
საქართველოს ქალთა 20-წლამდე ნაკრებს თემურ ჯანჯღავა ხელმძღვანელობს, ნათია გადელიას პირადი ექიმი კი ბეჟან ჭიჭინაძეა.
2021 წელს 17 წლის ასაკში ნათია გადელიამ (81 კგ.) საუდის არაბეთში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. გადელიამ მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მითითებები ზუსტად შეასრულა, 6-ვე ცდა გამოიყენა (ამგვარი შედეგი მხოლოდ მას ჰქონდა) და უახლოეს კონკურენტს 3 კგ-ით გაასწრო. ამავე ტურნირზე ნათიამ ატაცში 91 კგ. დააფიქსირა, აკვრაში – 117 კგ. (მცირე ოქრო), ჯამში - 208 კგ. ასევე გეტყვით, რომ 2022 წელს ნათია გადელია იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.