უსმან დემბელე
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენთან მოლაპარაკებების უფლება მოითხოვა | ახალი ცნობები დემბელეზე

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, უსმან დემბელემ კლუბს მეორე წერილი გაუგზავნა და „პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკებების დაწყების უფლების მიცემა ოფიციალურად სთხოვა. პარალელურად, მისი აგენტი, მუსა სისოკო ლა ლიგას დაუკავშირდა და ტრანსფერის დაჩქარება მოითხოვა.

დემბელეს აგენტს სურს, გარიგება დღის ბოლომდე დახუროს. საქმე ისაა, რომ 31 ივლისის 23:59-მდე, უსმანის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა. თუ „პარი სენ-ჟერმენი“ აღნიშნულ თანხას დღის ბოლომდე გადაიხდის, ნახევარს „ბლაუგრანა“ მიიღებს, ნახევარს - უსმანის აგენტი.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დემბელეს სურს, სწორი გზით იმოქმედოს და ნებისმიერი სახის არეულობა თავიდან აირიდოს. არის შანსი, რომ ტრანსფერის დახურვა დღეს არ მოესწროს, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა გარიგება სხვა გზებით გაიჩარხოს.

ცნობისთვის, COPE-ს ჟურნალისტი, ელენა კონდის ედო იუწყება, რომ დემბელემ ტრანსფერის შესახებ თანაგუნდელებს უკვე შეატყობინა. მან „ბარსელონას“ რამდენიმე ფეხბურთელს განუცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჩავი ცდილობს, იგი დარჩენაზე დაიყოლიოს, მაგრამ კატალონიელები პესიმისტურად არიან განწყობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერისა და Adidas-ის 10-წლიანი კონტრაქტი | იუნაიტედი 900 მილიონს მიიღებს
მანჩესტერისა და Adidas-ის 10-წლიანი კონტრაქტი | იუნაიტედი 900 მილიონს მიიღებს