ილია თოფურია, ისრაელ ადესანია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ადესანია: „ილია თოფურიას საბრძოლო სტილის ფანი ვარ“

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ისრაელ ადესანიას ილია თოფურიას საბრძოლო სტილი ძალიან მოსწონს. „უკანასკნელი სტაილბენდერი“ The Halfcast Podcast-ის სტუმარი იყო და შონ სტრიკლენდთან დაკავშირებული ისტორიის მოყოლისას „ელ მატადორი“ ახსენა.

„რამდენიმე კვირის წინ, ლას-ვეგასში ვიყავი და სტრიკლენდი ჩემი ადგილიდან ორი რიგით უკან იჯდა. ავდექი, რომ ილია თოფურიასთან მივსულიყავი და მივსალმებოდი, რადგან მისი საბრძოლო სტილის ფანი ვარ, შემდეგ კი შონთან მივედი და ვუთხარი, ნორმალურად მოქცეულიყო“.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს, UFC 290 გაიმართა და ადესანია სწორედ ამ ღონისძიებაზე საუბრობდა. მისი მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და იაირ როდრიგესის ჩხუბი გახლდათ. „ვოლკი“ და „იზი“ ძალიან ახლო მეგობრები არიან და ორმაგად დასაფასებელია, ადესანია ახლო მეგობრის ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქეზე ასეთ განცხადებას რომ აკეთებს.

როგორც მოგეხსენებათ, დიდი შანსია, „ვოლკის“ მომდევნო მოწინააღმდეგე „ელ მატადორი“ იყოს. იწერებოდა, რომ ალექსი მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდოდა და ისლამ მახაჩევთან კიდევ ერთხელ იჩხუბებდა, მაგრამ რუსი მებრძოლის მომდევნო მეტოქე ჩარლზ ოლივეირაა და ვოლკანოვსკისთვის საუკეთესო ვარიანტი თოფურიასთან ჩხუბია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერიძე: „წრეზე ვტრიალებთ, სად მივდივართ? ისევ და ისევ ფინანსებთან“
ბერიძე: „წრეზე ვტრიალებთ, სად მივდივართ? ისევ და ისევ ფინანსებთან“